„კანდიდატობას არაფერი არ მოაქვს“ - პაპუაშვილი

„კანდიდატობას არაფერი არ მოაქვს“ - პაპუაშვილი
20-06-2022, 01:10 - 2022
513

„კანდიდატობას არაფერი არ მოაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
 
კანდიდატობას არაფერი განსაკუთრებული არ მოაქვს, ჩვენი მიზანი არა კანდიდატობა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამისათვის საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელ გზასაც ჩვენ ვადგავართ.
 
კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან, ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გვაჩვენა, რომ ამას საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სურვილს, რომ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ
“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა