რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალების ერთობლივ ეთერში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დღეს არის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტი.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ახლა მთავარია, ხალხმა უფრო მეტად აჩვენოს საკუთარი პოზიცია ხელისუფლებას და მოსთხოვოს გააკეთოს ის, რაც კონსტიტუციით ევალებათ.
„ჩვენი ხელისუფლება არათუ ეცადა, რომ ისტორიული შანსი გამოეყენებინათ, თითქმის ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს შესაძლებლობა დაზიანებულიყო საქართველოსთვის. მე ვიყავი ბრიუსელში აპრილის თვეში., შევხდი შესაბამის უწყებებს და იმ პერიოდშიც კი ჩვენ სამ ქვეყანას ერთ კონტექსტში განგვიხილავდნენ და ვსაუბრობდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ, სამი ქვეყანა არ დავეშორებინეთ ბრიუსელს. ევროკავშირი ელოდა ხელისუფლებისგან ნაბიჯების გადადგმას, ნათლად მითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ხალხის განწყობები, ევროკავშირთან ურთიერთობაში ხალხს წარმოადგენს ხელისუფლება, მაგრამ მათ ვერ მიიღეს პასუხები ხელისუფლებისგან, რასაც ელოდნენ... ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმება, ასოცირების რის წესით არსებული ვალდებულებები და ამის ნაცვლად თვალს ვადევნებდით ევროკავშირზე გადაბრალებას, დისკრედიტაციის მცდელობას და [ნიკა გვარამიას] ძალიან, ძალიან საეჭვო დაკავებას“ , - განაცხადა ლომჯარიამ.