კახა კინწურაშვილი - ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

კახა კინწურაშვილი - ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

19-06-2022, 14:07 - 2022
839
       

ტელეკომპანია „იმედის“ეთერში წამყვანი კახა კინწურაშვილი ევროკომისიის მიერ მიღებულ დასკვნას გამოეხმაურა.
 
მან უკრაინელ და მოლდაველ ხალხს ისტორიული გამარჯვება მიულოცა და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
 
ის, რომ ევროკავშირის კარი გაიღო ეს რეალურად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც რეალურად მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც ასოცირებულია 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა საბჭოთა მენტალიტეტის მოშორება, ადამიანების გვერდზე დგომა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება..
 
ხოლო ის, რაც წერია, დანარჩენი პირობები და ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.. ასე რომ, არაუშავს, ყველაფერი წინ არის, ფარდა ახდილია და უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გვაქვს
“, - განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები