„ეს სცენა თვალიდან არ ამომდის!“ – „ტვ პირველის“ ოპერატორი შვილის თვალწინ სცემეს

„ეს სცენა თვალიდან არ ამომდის!“ – „ტვ პირველის“ ოპერატორი შვილის თვალწინ სცემეს

19-06-2022, 11:33 - 2022
1 070
       

თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე - ოპერატორ მურმან ზოიძეს შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
 
ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამაძეს რთავდა, რა დროსაც თავს დაესხნენ.
 
ციალა ქათამაძის განცხადებით, ზოიძეს 5 ახალგაზრდა კაცი ურტყამდა.
 
ერთ კაცს სადღაც 5-მდე ადამიანი სცემდა. დავინახე, რომ ბავშვიც იროდა. ბავშვს "ტვ პირველის" მიკროფონი ეჭირა. გამოიარეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც, როორც თვითმხილველები საუბრბენ, შეაგინეს ტელევიზიზიას და შეიგინეს ბავშვის მიმართულებით. ბავშვის მამამ დაიცვა ბავშვი და დაიწყეს, თქვენი ოპერატორის ცემა. თვალებიდან არ ამომდის სცენა, როგორ სცემდა 5 პირი ერთ კაცს“, - განაცხადა ქათამაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები