რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, 3 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, 3 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

18-06-2022, 23:51 - 2022
850
       

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, სისხლიანი დაპირისპირება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
 
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები