„დეოლიგარქიზაცია ოპოზიციისთვის  საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდება“ - ხელაშვილი

„დეოლიგარქიზაცია ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდება“ - ხელაშვილი

18-06-2022, 23:36 - 2022
780
       

„დეოლიგარქიაზაცია ოპოზიციისთვის შესაძლოა, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს“, - ასე განმარტავს ევროპის მიერ მოთხოვნილ დეოლიგარგაზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 
ხელაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ოლიგარქის კრიტერიუმებში.

ოლიგარქი - პირველი ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე აქვს გავლენა მასმედიაზე. მესამე პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია ან მონოპოლია აქვს გარკვეულ სფეროში. მეოთხე მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს. თუ ამას ავიღებთ, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმებში ოლიგარქიზაციის. როდესაც ოპოზიცია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოწიოს, ამას შეიძლება, მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

       
პოპულარული