უგულავა - ივანიშვილი ან ევროპა, საკითხი ასე დგას

უგულავა - ივანიშვილი ან ევროპა, საკითხი ასე დგას

17-06-2022, 18:35 - 2022
493
       

„ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
 
მისი თქმით, ახლა საკითხი ასე დგას, „ივანიშვილი ან ევროპა“.
 
უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ მათ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა მხოლოდ. იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში შესასრულებლად შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის. ეს დიდი გეოპოლიტიკური განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა არჩევანი ჩვენზეა. ან ჩავრჩებით ივანიშვილის პროვინციულ ჭაობში ან გავანთავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქისგან და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.
 
მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება. 20 ივნისი, 20:00 საათი, რუსთაველის გამზირი.
 
მოთხოვნებში დეოლიგარქიზაცია პირდაპირ წერია სავალდებულო შესასრულებლად
“, -წერს გიგი უგულავა.

       
პოპულარული