კობახიძე - წინ ვუსწრებთ როგორც უკრაიანს და მოლდოვას, მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წახალისებაა

კობახიძე - წინ ვუსწრებთ როგორც უკრაიანს და მოლდოვას, მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წახალისებაა

17-06-2022, 15:38 - 2022
609
       

„წინ ვუსწრებთ როგორც უკრაიანს, ისე მოლდოვას, მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წახალისებაა“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
 
მისი აზრით, რომ არა ომი უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა.
 
როგორც მოგეხსენებათ, კომისია ევროპულ საბჭოს უწევს რეკომენდაციას, უკრაინასა და მოლდოვას მთელი რიგი დათქმებით მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატისუ სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ოფიციალურად აღიაროს ევროპული პერსპექტივა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.
 
ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს - საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც არის იმ ღირებულებების პატივისცემისა და განმტკიცების ერთგული, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. [...] კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაიანს, ისე მოლდოვას, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა...  თუმცა ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
 
შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ომის შედეგად დაიღუპა ათიათასობით უკრიანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი [...]
 
ამ ფონზე უკრიანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიირებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს
“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული