გურჯაანი-თბილისის გზაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ძლიერი ცეცხლისა და დაკვამლიანების გამო ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
დაიწვა სატვირთო მანქანის ერთი ნაწილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილს ელექტროსისტემიდან გაუჩნდა.
გურჯაანი-თბილისის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მცირე დროით შეფერხებული იყო.
ფოტო - „მთავარი არხი“