ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში დათვმა სკები გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
როგორც დაზარალებული ამბობს, სკები სახლიდან მხოლოდ სამი მეტრის მოშორებით დგას, დათვმა თაფლი სამი სკიდან შეჭამა, რამდენიმე კი დააზიანა. დაზიანებული სკებით მიყენებული ზარალი 500 ლარზე მეტია.
„დილით აღმოვაჩინეთ წაქცეული და დამტვრეული სკები. თაფლის ნაწილი შეჭმული იყო და ნაკვალევით მივხვდით, რომ დათვის თავდასხმის შედეგი იყო. შევეცადეთ ნაკვალევს გავყოლოდით, მაგრამ დავკარგეთ. დათვი სავარაუდოდ 300-400 კილოს მაინც იწონიდა“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ლიპარიტ პეტროსიანი.