„მან ესროლა მთავრობას და ტყვია მოხვდა ქვეყანას“ - წულუკიანი ზურაბიშვილზე

„მან ესროლა მთავრობას და  ტყვია მოხვდა ქვეყანას“ - წულუკიანი ზურაბიშვილზე
16-06-2022, 00:15 - 2022
631

„მან ესროლა მთავრობას და  ტყვია მოხვდა ქვეყანას“, - ასე შეაფასა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ბრიფინგი.
 
მისი განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი ფაქტობრივი შეცდომა იყო.
 
„არც კი ვიცი, საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომაა...
 
მოკლედ ვფიქრობდი, რა შეიძლება ითქვას მთავრობასთან მიმართებაში, ალბათ ასე შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში ტყვია მოხვდა ქვეყანას, სინამდვილეში მე ასეთი განცდა დამრჩა.
 
მას უნდოდა მთავრობის დაზიანება, მაგრამ ალბათ, მისდა უნებურად, მისი ბრიფინგები პირდაპირ მიეძღვნა დაზიანების იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით და როგორც მან თქვა, ისიც მიისწრაფვის და მე ამის მჯერა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა