ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიას მტკიცებით, ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავები მათ „საჰაერო საზღვარს“ არღვევენ.
ამის შესახებ მან აღნიშნული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე ისაუბრა.
„ძვირფასო კოლეგებო, მოდის რთული დრო, ძალიან რთული დრო. ალბათ შენიშნეთ რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი არღვევს ჩვენს საზღვარს და აგროვებს სადაზვერვო მონაცემებს?“, - მიმართა ბჟანიამ „უწყების წარმომადგენლებს“ და გაიხსენა „თავდაცვის სამინისტროს“ ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ, „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის შესახებ.