„უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პრეზიდენტი“ - ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

„უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პრეზიდენტი“ - ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

15-06-2022, 18:28 - 2022
1 028
       

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პატრიარქთან შეხვედრის თხოვნა პირადი ხასიათის იყო.
 
მისი განცხადებით, არც კატეგორიული მოთხოვნა ჰქონია.
 
პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე   პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!
“, - ნათქვამია გავრცელებულ განმარტებაში.

       
პოპულარული