„კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის“ - კობახიძე პრეზიდენტზე

„კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის“ - კობახიძე პრეზიდენტზე

15-06-2022, 18:12 - 2022
647
       

„კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
მისი განცხადებით, როდესაც 40 კმ-ში რუსული ჯარია, განცხადება „მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს“ ღიმილის მომგვრელია.
 
ჰაერიდან არაფერი არ არის მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, მე არ ვიცი, ეს ღიმილის მომგვრელია, კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი, 40 კმ-ში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით არის ოკუპირებული, გადასცეს პირდაპირ რუსეთის ფედერაციას, და ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, არ ვიცი რა კრიტიკას უძლებს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული