„ქართული ოცნება“ აღარიბებს, - ამ ლოზუნგის საქართველოს სამ ქალაქში - გორში, ზუგდიდსა და თელავში, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაძვირებულ კომუნალურებს აპროტესტებენ.
გორში ადგილობრივები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილები. ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები.
ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ასევე საპროტესტო აქციას მართავენ.
რაც შეეხება თელავს, აქ მოქალაქეები „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოფისთან შეიკრიბნენ და პროტესტის მიზეზი კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
სამივე ქალაქში აქციის პარალელურად შეინიშნება პოლიციის მობილიზება.