„არ ვანიჭებ მნიშნელობას, ჩემთვის არასერიოზულია“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კობახიძისგან მსგავსი ტიპის განცხადებები უკვე დამახასიათებელია.
„ბატონი ირაკლი კობახიძის მხრიდან, მე პირადად შევეჩვიე ასეთი რადიკალური განცხადებების მოსმენას და ხშირ შემთხვევაში არც ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას იმიტომ, რომ ეს მისთვის დამახასიათებელი გახდა აკეთოს რადიკალური განცხადებები და ვცდილობ არ შევიდე სიღრმეში ამ განცხადებების განხილვის...
ეს ალბათ სუბიექტურ აღქმებზეა დამოკიდებული. ჩემ მიმართაც არაერთი განცხადებები კეთდება, რომ ომი მინდა და ა.შ. თუმცა ჩემთვის ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია, თემატიკა არ არის ღიმილისმომგვრელი, მაგრამ ის განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია“, - განაცხადა ლომჯარიამ.