კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაციები გაევლო ჩვენთან

კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაციები გაევლო ჩვენთან
15-06-2022, 11:37 - 2022
614

„კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაციები გაევლო ჩვენთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პოტენციურად წარუმატებელი აქცია მიუღებელია.
 
ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები გაევლო მმართველ პარტიასთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო. ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრეე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ ეს აქცია წარმატებით ვერ შედგეს.
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა. აპრიორი წარუმატებელ აქციაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნებს მიუღებელი. ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება მინიმუმ 100 000 ადამიანი. წარუმატებელი აქცია, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნება შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, ამიტომ, ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას
“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა