„თავი შეიკავეთ ანტიევროპული რიტორიკისგან“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობას.
მან ასევე მიმართა ოპოზიციასაც, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება.
„მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი, თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.
მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადაწყვეტ მომენტში, მიზნით, რომ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.