„ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას
„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე.
გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.
მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია, გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ, საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.