სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყირიმ–კონგო რეგიონში ორ ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ წახანში ცხოვრობს, მეორე ახალციხის სოფელ მუგარეთში.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.