მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა.
ახალგაზრდა კაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: „მთავარი არხი“