„ყველა ქართველს ვალი გვაქვს მისი“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ქართველმა უნდა იბრძოლოს ივანიშვილისთვის.
„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა.
როგორც მინიმუმ, ყოველგვარი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და რა თქმა უნდა, ბოლომდე, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრებათ, ყველა ბრძოლაში თვალდახუჭული ვიქნებით ბოლომდე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.