ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

14-06-2022, 12:00 - 2022
621
       

ციხისძირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
 
51 წლის კაცი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ბათუმის „რეფერალურ“ საავადმყოფოშია გადაყვანილი, 16 წლის გოგო კი ბინაზე გაეწერა.
 
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად იყო გადაკეტილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები