„რუსეთთნ ივანიშვილის კავშირებზე გვაქვს ინფორმაცია“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ადრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქს სანქციები დაუწესდეს.
„რა თქმა უნდა, დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, რომელიც უნდა შეგროვდეს ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების მიერ, რომლებიც შეთავაზებას გააკეთებენ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე. ეს ახალი არაა, იცით, მაგალითად, მოლდოველი ოლიგარქის სანქციების შესახებ, რომელიც გაიქცა მოლდოვადან, ასევე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის სანქციების შესახებ...ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ იქცევა ბიძინა ივანიშვილი, რა გავლენა აქვს მმართველ პარტიაზე და მისი კავშირების შესახებ გვაქს ინფორმაცია რუსეთის სხვადასხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან. მე არ გამიკვირდება, თუ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება შემოღებული, ან ევროკავშირის ან აშშ-ს მიერ“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.