„ბატონი ბიძინა გახლავთ ყველაზე პატრიოტი ქართველი“- რიჟვაძე

„ბატონი ბიძინა გახლავთ ყველაზე პატრიოტი ქართველი“- რიჟვაძე

13-06-2022, 21:35 - 2022
671
       

ევროპარლამენტის რეზოლუციას თორნიკე რიჟვაძე აკრიტიკებს და „სიყალბითა და ორპირობით სავსეს“ უწოდებს.
 
რიჟვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილს „ვერავინ დააშანტაჟებს“.
 
სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუციას, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით და ასევე ის თავგასულობა, რომელსაც იჩენს ერთ-ერთი ევროპული ბანკი. ბუნებრივია, ეს მიუღებელია პირველ რიგში და ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტი ფაქტად რჩება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასევე ყველაზე მთავარი, ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. შესაბამისად სანქციებით, პოტენციური ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშანტაჟებს“, - განაცხადა რიჟვაძემ.

       
პოპულარული