ღარიბაშვილი - პატრონი მოუკვდათ

ღარიბაშვილი - პატრონი მოუკვდათ

13-06-2022, 17:52 - 2022
864
       

„პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მან ისაუბრა არაძალადობრივი კონფლიქტის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელზე, პიტერ აკერმანზე.
 
ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ასე ვთქვათ, ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა ღიად და საჯაროდ, რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული