„ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა მიმართა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარტიას, EPP-ს, რომელმაც „ქართული ოცნება“ არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.
„2012 წლამდე არავითარი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ. და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ იქნებოდა, რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული და აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.