„მისი არჩევის დროს პოზიტიური განწყობა არ გვქონია, უბრალოდ შანსი მივეცით“ - მაჭარაშვილი სახალხო დამცველზე

„მისი არჩევის დროს პოზიტიური განწყობა არ გვქონია, უბრალოდ შანსი მივეცით“ - მაჭარაშვილი სახალხო დამცველზე

13-06-2022, 12:50 - 2022
627
       

„ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს სახალხო დამცველის ის განცხადება არ მოსწონთ, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.
 
დეპუტატ მაჭარაშვილის აზრით, ლომჯარიას საქმიანობა საზოგადოების მხრიდან ნეგატიურად არის შეფასებული:
 
„არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

       
პოპულარული