20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

13-06-2022, 12:19 - 2022
653
       

20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში, სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა მძიმეა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“  ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, დაშავებული ბათუმში საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში. ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
 
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 12 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მოქალაქემ  კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
 
მომხდარზე გამოძიება სამთო - სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები