„საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით რა უნდოდა“ - კობახიძე ზურაბიშვილზე

„საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით რა უნდოდა“ - კობახიძე ზურაბიშვილზე

13-06-2022, 01:22 - 2022
831
       

„საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით რა უნდოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა.
 
მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, 2 თვე გრძელდებოდა ეს პროცესი და ის 45 დღე რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა ეს მაშინ სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
 
ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალურადაც ძალიან მძიმე იყო ეს განცხადება, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული