„რუს ხალხს, პუტინის წინამძღოლობით, ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს“ - კიმ ჩენ ინი

„რუს ხალხს, პუტინის წინამძღოლობით, ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს“ - კიმ ჩენ ინი

12-06-2022, 19:59 - 2022
642
       

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის დღის აღსანიშნავად ვლადიმირ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.
 
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
 
რუსი ხალხი, თქვენი წინამძღოლობით, ყველანაირ გამოწვევასა და სირთულეს გაბედულად გადალახავს. თქვენ წარმატებას სამართლიანი საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარების, ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით მიაღწიეთ, რომელსაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს“,  - ნათქვამია ტელეგრამაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები