„თუ ევროპა უარს გვეტყვის და რუსეთთან დაგვტოვებს არც ეგაა პრობლემა“ - მეუფე იაკობი

„თუ ევროპა უარს გვეტყვის და რუსეთთან დაგვტოვებს არც ეგაა პრობლემა“ - მეუფე იაკობი

12-06-2022, 19:29 - 2022
698
       

„დაველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი“, - ბოდბელი ეპისკოპოსი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ გზავნილებს დღეს ამბიონიდან იმეორებს.
 
იაკობმა თქვა, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსს არ მიანიჭებენ ე.ი. ქვეყანას რუსეთთან ტოვებენ, მაგრამ არც ესაა პრობლემა.
 
ვუსმენ ხოლმე ჩვენს იმეებსაც და სამარცხვინოა. ეს რა თქვეს და... როგორ აბა, ევროპას როგორ დაველაპარაკები, თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი?

ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია. და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ, კიდე რუსეთთან მარტო გვტოვებენ?

მაგიც არ არის, დავრჩებით, დავრჩებით, რას ვიზამთ ეხლა, ძალად ხომ ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი...
ამიტომ დაველოდები გადაწყვეტილებას რა, დაველოდები გადაწყვეტილებას და რავიცი ვუსურვებ იმათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ
“, - განაცხადა იაკობმა.

       
პოპულარული