ბათუმში, მშენებლობიდან საგანი ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა

ბათუმში, მშენებლობიდან საგანი ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა

12-06-2022, 19:18 - 2022
1 037
       

ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
 
თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
 
გამოცემის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა 2 ავტომანქანაც, მათგან ერთი მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა.
 

ფოტო: „ბათუმელები“

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები