რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ ზარდიანთკართან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„უკანონო ბორდერიზაციას ზართიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - განაცხადეს უწყებაში.