„რეზოლუციის მხარდამჭერები მეორე ფრონტის გახსნის ამოცანას მიჰყვებიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, უკრაინის ამოცანაა მეორე ფრონტის გახსნა.
„უკრაინა არის ფარი ევროპისთვის და ამბობს - მეორე ფრონტი რატომ არ იხსნება? ეს აიტაცა „ნაცმოძრაობამ“, თუ პირიქითაა, თუ ერთნი არიან და ამბობს, მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
მთლიანად ევროკავშირს, როდესაც ასეთი სერიოზული პრეტენზიებია დაყენებული მათ მიმართ რუსეთის მხრიდან, რასაკვირველია, ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას მიყვება როგორც „ნაცმოძრაობა“, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.