გორში, სუპერმარკეტ „ნიკორადან“ არასრულწლოვნებმა პრეზერვატივები მოიპარეს.
შემთხვევა 10 ივნისს, საღამოს საათებში მოხდა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
„საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ. კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი“, - უთხრეს Qartli.ge-ს „ნიკორაში“.
მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის.