სახალხო დამცველი ღარიბაშვილს - ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს

სახალხო დამცველი ღარიბაშვილს - ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს

11-06-2022, 19:26 - 2022
1 035
       

„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას.
 
საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!
 
ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით
“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

       
პოპულარული