„თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც კი აღარ ერიდებიან“ - ნიკა მელია „ქართულ ოცნებაზე“

„თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც კი აღარ ერიდებიან“ - ნიკა მელია „ქართულ ოცნებაზე“

11-06-2022, 17:46 - 2022
623
       

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპარლამენტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.
 
როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებას“ ახლა ორი მთავარი მიზანი აქვს - ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის ბედი წყდება, მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები აკეთონ და ბიძინა ივანიშვილის გული გაახარონ.
 
ქართული ოცნების ინტერესი და ამბიცია არ არის იყოს ნაწილი ევროპული ოჯახისა. თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი. რაც უფრო ცოტა დრო რჩება მნიშვნელოვან 24 ივნისამდე უფრო და უფრო მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და მეორე მხრივ ეს განცხადებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სალბუნად დადებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

       
პოპულარული