„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებებით დადასტურდა, რომ მმართველი გუნდის ინტერესში საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ამგვარი რიტორიკით ეხმარება ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ სუბიექტებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
„ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. მერე რა, თუ არ მოგვცემენო? მართლა ასე ფიქრობთ? საზოგადოებას მივმართავ. ანუ ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო განვითარებული ქვეყანა? მეორე საკითხი, რაც უნდა ვთქვა - ფაქტობრივად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.