ახალქალაქში ტრაილერი 7 წლის ბავშვს დაეჯახა

ახალქალაქში ტრაილერი 7 წლის ბავშვს დაეჯახა
11-06-2022, 17:25 - 2022
680

დღეს დილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, დატვირთული ტრაილერი შვიდი წლის ბავშვს დაეჯახა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Jnews ავრცელებს.
 
დაშავებული მცირეწლოვანი მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანეს.
 
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა მკურნალობს გასაგრძელებლად ის თბილისში გადაჰყავთ.
 
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა