„ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ითხოვს სამართლიანობას და პატივისცემას.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს.
ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.