„მმართველი გუნდი არ მაძლევს საშუალებას, დავიცვა ჩვენი კანდიდატურა ბრიუსელში“ - ზურაბიშვილი

„მმართველი გუნდი არ მაძლევს საშუალებას, დავიცვა ჩვენი კანდიდატურა ბრიუსელში“ - ზურაბიშვილი

10-06-2022, 18:55 - 2022
995
       

„მმართველი გუნდი არ მაძლევს საშუალებას, დავიცვა ჩვენი კანდიდატურა ბრიუსელში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის განცხადებები სამწუხაროა.
 
ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტისშემდეგ იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად, სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდე უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV იმედის“ ეთერში.

       
პოპულარული