დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე

დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე

10-06-2022, 14:19 - 2022
1 015
       

„ყველა ის ადამიანი, ვინც მის გარეშემო კლეპტოკრატიულ ხელისუფლებას ქმნის, ავტომატურად ყურადღების ქვეშაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
 
მისივე თქმით, ყურადღების ქვეშ არიან ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც არბევენ ჟურნალისტებს, კლავენ და ამაზე გამოძიებას არ აწარმოებენ.
 
ჩვენ, როცა წლების წინ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მისი გავლენის ქვეშ, იყო მეტ-ნაკლებად ფრთხილი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ ეს ხაზი ცივილიზებულმა სამყარომ უფრო მკვეთრად გაავლო და ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან და ეს არაფორმალური მმართველობა დიდი დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ მკვეთრად გაივლო ხაზი, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ერთ მხარეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური ხელისუფლებით მეორე მხარეს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რადგან კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ფუნქცია იყო, რომ დაეცვათ ივანიშვილი და არ მოხვედრილიყო სანქციებში. ამიტომ ჩვენი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვან შიდარყევებს აქვს ადგილი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

       
პოპულარული