ბათუმში შეიარაღებული კაცი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

ბათუმში შეიარაღებული კაცი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

10-06-2022, 14:08 - 2022
1 033
       

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლების აყვანა სცადა.
 
შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში.
 
როგორც ცნობილია, შეიარაღებული პირის ბანკში შეჭრისას ერთ-ერთმა თანამშრომელმა განგაშის ღილაკის ჩართვა მოასწრო, რასაც ჰაერში გასროლა მოყვა, განგაშის ხმაზე კი შეიარაღებული პირი გაიქცა.
 
ის უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები