„არ გვინდა, ბატონო, არც ევროპა, არც ამერიკა“ - უცნობი ივანიშვილის სანქცირებაზე

„არ გვინდა, ბატონო, არც ევროპა, არც ამერიკა“ - უცნობი ივანიშვილის სანქცირებაზე

10-06-2022, 13:37 - 2022
1 012
       

„არ გვინდა, ბატონო, არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა“, - ამის შესახებ „ქაეთული ოცნების პროპაგანდისტმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ „TV იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მომღერალი ევროკავშირის რეზოლუციამ გაანაწყენა, სადაც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას უჭერდნენ მხარს.
 
ევროპისკენ გზა ჩაკეტილი არ არის, მარტო ეს რეზოლუციები აქ... თუ მაგაზე გადის, ჩვენს ომის ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს, არაერთხელ ჩაკეტილა და ახლაც ჩაიკეტოს, თუ ჩვენი ომში ჩათრევისკენ გადის ეს გზა. არ მინდა და არც არავის არ მოუნდება, დარწმუნებული ვარ.
 
თუ ბიძინას სანქცირებებზე გადის, თუ ევროპის გზა გადის ამაზე, რომ ჩვენ ომში ჩაგვითრიოს, არ გვინდა, ბატონო. არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა, მივხედავთ ჩვენს თავს, სულ მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდები
თ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

       
პოპულარული