ბექა დავითულიანი - საქართველოს ხელისუფლებაზე მიდის ზეწოლა

ბექა დავითულიანი - საქართველოს ხელისუფლებაზე მიდის ზეწოლა
10-06-2022, 12:43 - 2022
573

„საქართველოს ხელისუფლებაზე მიდის ზეწოლა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა მიდის, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია.
 
ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით. გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება, ამის გამო მიდის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია, რომ უნდა გადადგას, რაც მიგვაჩნია, რომ ეროვნული ინტერესის დაზიანება იქნება. ბევრ რამეს ვგულისხმობ, ოღონდ ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ვისაუბრებ“, - განაცხადა  ბექა დავითულიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა