სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - საქართველოში პური ყველაზე იაფია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - საქართველოში პური ყველაზე იაფია

10-06-2022, 12:31 - 2022
754
       

„საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, ყველაზე იაფი პური გვაქვს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
 
როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ფქვილის მარაგები არის და პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება.
 
სახელმწიფომ გააკეთა არჩევანი, როდესაც ყველაზე იაფი ფქვილის შემოტანის შესაძლებლობა მისცა ბიზნესს. საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, გვაქვს ყველაზე იაფი პური. ამ თვალსაზრისით მარაგები არის არა ხორბალში, არამედ ფქვილში. სტაბილური მარაგები გვაქვს, მითუმეტეს ამ პერიოდისთვის, როდესაც ახალი მოსავალი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში იწყებს მოსვლას. ამ თვალსაზრისით სრული სიმშვიდეა ქვეყანაში. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

       
პოპულარული