ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანში მცხოვრები არაქელიანების ეზოში დათვმა სკები გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
სოფელი ჯავახეთის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გარეული ცხოველი დასახლებულ ადგილას სწორედ აქედან მოხვდა.
პარკის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამველ პეტროსიანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მათ დაზარალებულმა ოჯახმა შეატყობინა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამი სკა, ოჯახის ზარალი დაახლოებით 1 000 ლარია.