„ივანიშვილი არღვევს ევროპულ ფასეულობებს“- ევროპარლამენტი ოლიგარქის სანქცირებაზე

„ივანიშვილი არღვევს ევროპულ ფასეულობებს“- ევროპარლამენტი ოლიგარქის სანქცირებაზე
9-06-2022, 16:38 - 2022
719

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეიტანეს დოკუმენტის ტექსტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა.
 
როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, უკვე არაერთი წელია, საქართველოში ადგილი აქვს სახიფათო დარღვევებს მედიის თავისუფლების მიმართულებით, ამ ყველაფრის უკან კი სწორედ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დგას.
 
რეზოლუცია ეხება მედიის უფლებების დარღვევას, მაგრამ იქ არა მხოლოდ ივანიშვილია ნახსენები, ასევეა მოყვანილი ის სახიფათო დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, რაც ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ჩვენ რა საკვირველია, ვცდილობდით გაგვერკვია, ვინ იდგა ასეთი ქმედებების უკან საქართველოში, რომელიც არღვევს ყველანაირ ევროპულ ფასეულობებს. ყველას კარგად ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც დგას ამ პოლიტიკური ტენდენციების უკან და პირველი წელი არაა, რაც ეს ხდება“, - თქვა იუკნევიჩიენემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა