„ევროპარლამენტარები ფეიკს ავრცელებენ, უტევენ საქართველოს ხელისუფლებას“ - მდინარაძე

„ევროპარლამენტარები ფეიკს ავრცელებენ, უტევენ საქართველოს ხელისუფლებას“ - მდინარაძე

9-06-2022, 15:13 - 2022
702
       

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების გუშინდელი მწვავე კრიტიკის პასუხად,  ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია წაუკითხა.
 
მდინარაძემ თქვა, რომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით „ფეიკ კამპანიაში“ არ მხოლოდ საქართველოს შიგნით პოლიტიკოსები, არამედ 10- ზე მეტი ევროპარლამენტარი მონაწილეობს.
 
როდესაც ერთი თვის თავზე ევროპელი ჩვენი კოლეგები, ათზე მეტი, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას რომელიც საქართველოში არის და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა მხოლოდ რაღაც ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. რაც შეეხება იმ კითხვას, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება, მაგალითად, შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე, მხოლოდ საუბრობენ იმ ფეიკებზე, რაც თვითონ მოიგონეს თითქოს ის ავტომანქანის გამოა დაკავებული და ა.შ.
 
სინამდვილეში შეიცვალა ერთადერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით
“, - თქვა მდინარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები